ეს ქვეყანა ჩვენია - ერთად გამოვიყვანოთ კრიზისიდან!

საქართველო დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. ავტორიტარული მმართველობა ქვეყანას ართმევს მომავალს, აკარგვინებს პარტნიორებს და აქცევს საერთაშორისო იზოლაციაში.

კრიზისმა მოიცვა ყველაფერი - ინსტიტუტები, განათლება, მორალი და თვით რწმენაც კი, რომ ქვეყანა შეიძლება სწორ გზაზე დავაყენოთ.

მაგრამ სწორედ ასეთ დროს იბადება ცვლილება. სწორედ კრიზისის დროს ვხვდებით, რომ სხვა ვერ გადაგვარჩენს. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ გამოსავალი.

დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი: ვრჩებით კრიზისში თუ ვდგამთ ნაბიჯს ცვლილებისკენ.

ასე შეიქმნა ანტიკრიზისული პლატფორმა - მოქალაქეების ინიციატივა, რომელთაც გვჯერა, რომ გამოსავალი არ დგება გარედან ან ვიწრო ჯგუფებისგან - ის იქმნება ფართო საზოგადოების მიერ.

ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ყველას, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს -ვინც ხედავს პრობლემას, და არ ელის, როდის მოაგვარებს სხვა; ვინც მზადაა ჩაერთოს და შექმნას მომავალი, რომელიც ეკუთვნის ხალხს.

პლატფორმას უკვე შემოუერთდნენ

ნინო წიკლაური

ნინო წიკლაური

მკვლევარი, ტრენერი

მოსაძებნია გამოსავალი კრიზისიდან.

თეა ბახტაძე

თეა ბახტაძე

მუსიკოსი

შევუერთდი, რადგან არ შემიძლია ამდენ უსამართლობას უბრალოდ ვუყურო - დროა ყველაფერი ჩვენით გამოვასწოროთ.

თამარ გიორგაძე

თამარ გიორგაძე

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე

ქვეყნის გადასარჩენად!

შენი როლი

შემოუერთდი და ჩაერთე ქვეყნის გადარჩენის პროცესში

შემოგვიერთდი და შექმენი შენი საჯარო პროფილი ანტიკრიზისულ რუკაზე

დაასახელე მინისტრობის კანდიდატი - შენი აზრი მნიშვნელოვანია

შენი ხმა და ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს.

რა ინიციატივაზე ვმუშაობთ

დღეს საქართველო იმ მდგომარეობაშია, როცა უბრალო ცვლილებები აღარ კმარა. საჭიროა სისტემური ანტიკრიზისული მიდგომა - ისეთი, რომელიც მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესების მიღმა დგას და ემსახურება ქვეყნის რეალურ გადარჩენას.

სწორედ ამიტომ, ანტიკრიზისული პლატფორმის ფარგლებში დავიწყეთ მუშაობა ინიციატივაზე - ანტიკრიზისული მთავრობა.

ეს არ არის პარტიული პროექტი და არც ერთჯერადი კამპანია. ეს არის მოქალაქეების მიერ ინიცირებული მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სტაბილიზაციასა და განვითარების სწორ გზაზე დაბრუნებას - პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობისა და ერთიანობის გზით.

ანტიკრიზისული მთავრობა წარმოადგენს დროებით, მაქსიმუმ 2-წლიან აღმასრულებელ სტრუქტურას, რომელიც იმუშავებს იმისთვის, რომ:

  • ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისიდან.
  • აღდგეს ნდობა სახელმწიფო სისტემებისადმი.
  • ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
  • განახლდეს ინსტიტუტები და მოხდეს ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების გახსნა.

ეს მოდელი ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას - როდესაც სახელმწიფო კრიზისშია, გადაწყვეტილებას იღებენ არა პარტიები, არამედ საზოგადოება და პროფესიონალები, რომლებიც დროებით იღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე, რათა ის დააბრუნონ განვითარების გზაზე.